13 მაისს CIU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სტუდენტები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ცენტრის დირექტორის მოადგილეებთან, ლაშა მარგიშვილსა და კახაბერ ერაძესთან, სადაც ცენტრის შექმნის ისტორია და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ასევე ყურადღება გამახვილდა სტუდენტის, როგორც ექსპერტის ჩართულობაზე ცენტრის მუშაობაში.
შეხვედრას სტუდენტებთან ერთად სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ხატიძე ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული გასვლითი შეხვედრები სახელმწიფო სტრუქტურებში მომავალშიც პერმანენტულად გაგრძელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება