27 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, გაიმართა რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული წარმოდგენა: „გრიგოლ ფერაძე“, რომელშიც მონაწილეობდნენ მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ზურაბ არუსია და ლევან კაციაშვილი.
სპექტაკლში ასახული იყო თეოლოგის, ისტორიკოსის, არქიმანდრიტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის - გრიგოლ ფერაძის ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული.
ქრისტიანობისათვის, სამშობლოსათვის და მოყვასისათვის თავგანწირული არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 1995 წელს წმინდანად შერაცხა და მას მღვდელმოწამე გრიგოლი ეწოდა.
წარმოდგენას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები და უფროსის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, ასევე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება