სოზარ სუბარის საჯარო ლექცია
17 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: "საქართველოს რეგიონალური პოლიტიკა და თვითმმართველობების განვითარების სტრატეგია".
შეხვედრაზე სოზარ სუბარმა საქართველოს რეგიონალური განვითარების პერსპექტივებზე, ამჟამინდელ პოლიტიკურ კურსსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. ასევე, დეპუტატმა განიხილა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების დინამიკა და თვითმმართველობების განვითარების სტრატეგია, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ევროპულ მოდელს გულისხმობს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ და რექტორმა, კახაბერ კორძაიამ, სოზარ სუბარს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და მულტიმედია ცენტრი დაათვალიერებინეს.
შეხვედრას CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა, სამართლისა და ბიზნეს ფაკულტეტების სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ლექცია დისკუსიის ფორმატით წარიმართა, სადაც სტუდენტებმა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.