24 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ სოფიო დემეტრაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „პოსტსაბჭოთა საქართველოს სახელმწიფო მოწყობის პოლიტიკური გამოწვევები“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ ვახტანგაშვილი და სამართლის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი კობახიძე.
ნაშრომის ოფიციალური რეცენზენტები არიან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით კუხალაშვილი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ კვეტენაძე.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფიო დემეტრაშვილს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება