30-31 მაისს, კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით ინგლისურენოვანი ტრენინგი - „სოციალური ქსელის ანალიზის გამოყენება ტურიზმში” - ჩატარდა.
ტრენინგს კსუ-ს პარტნიორი ალკალას უნივერსიტეტის (ესპანეთი) ბიზნესისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები - სალვადორ სანჩეს-ალონსო და მიგელ კამბასი გაუძღვნენ.
ინტენსიური პრაქტიკული ტრენინგი ორიენტირებული იყო სოციალური ქსელის რესურსების ანალიზის ტექნიკისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე. ტრენინგ კურსი მოიცავდა შემდეგ თემატიკას:
ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, პროფესორები კსუ-ს რექტორს, კახაბერ კორძაიას შეხვდნენ, სადაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ალკალას უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართულები და ახალი შესაძლებლობები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება