26 მარტს იუსტიციის სამინისტროს გამარჯვებული და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ თანადაფინანსებული საგრანტო პროექტის: „ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ და დევნილ ახალგაზრდებში" ფარგლებში, CIU-ს იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა საუნივერსიტეტო კლუბის - „ახალი თაობის ხიდი“ - წევრებისთვის ტრენინგი - „პოლიტიკური გლობალიზაცია და ჟურნალისტთა უფლებები“ - ჩატარდა.
ტრენინგს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი სესილი გოგიბერიძე უძღვებოდა.
საგრანტო პროექტის ხელმძღვანელია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნინო მინდიაშვილი, ხოლო თანახელმძღვანელები - იურისტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი რევაზ ბერულავა და სოციოლოგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზაციული განვითარების სამსახურის კოორდინატორი ნია სადაღაშვილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება