20 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მიშკოლცის უნივერსიტეტის ერთობლივი სასერტიფიკატო კურსის: „ევროპის კავშირის სოციალური განზომილება“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ღონისძიების დასაწყისში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ხატიძემ და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ჭალაგანიძემ.
სასერტიფიკატო კურსში მონაწილეობა მიიღეს სამართლის, პოლიტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტებმა. აღნიშნულ კურსს უძღვებოდა მიშკოლცის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ნორა იაკობი, რომელიც ამავდროულად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.
კურსის მსვლელობისას, განხილული იქნა ევროპის კავშირის სოციალური მიზნები, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდა სოციალური განზომილება და რა როლი ითამაშეს მასში სოციალურმა პარტნიორებმა. გაანალიზებულ იქნა უახლესი სამართლებრივი გადაწყვეტილებები სოციალურ უფლებებსა და უსაფრთხოებაზე.
ერთობლივი სასერტიფიკატო კურსი სამართლის ფაკულტეტის ინიციატივითა და დოქტორანტურის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია მჭიდრო თანამშრომლობა უცხოურ უნივერსიტეტებთან კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებით.
მიშკოლცის უნივერსიტეტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორია, ორი უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები განხორციელდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება