კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მეორეკურსელებმა პროგრამასთან არსებულ „ტურიზმის ლაბორატორიაში“ დაგეგმილი ინიციატივის შედეგედ პირველკურსელებისთვის თბილისის სასწავლო-შემეცნებითი ტური მოაწყვეს.
სტუდენტებმა დღის ფარგლებში მოინახულეს დედაქალაქის ღირსესანიშნაობანი: „ფორაქიშვილის დარბაზი“ - ტრადიციული ქართული საცხოვრებელი სახლი, რომელიც წარმოადგენდა ძველი თბილისის საცხოვრებლის ძირითად სახეს; „დარეჯანის სასახლე“ (საჩინო) - არქიტექტურული ძეგლი თბილისში. აშენებულია 1776 წელს მეფე ერეკლე II-ის მეუღლისთვის; „აბანოთუბანი“ - საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბანი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ გიდის ფუნქციას წარმატებით გაართვეს თავი მეორეკურსელებმა: ქეთი ქარქაშაძემ, მარიამ გოგიაშვილმა, მარიამ მედოიძემ, დიანა გორგაძემ, შამილ ქოჩქიანმა და სოსო ჯიქიამ. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების მხრიდან მსგავსი აქტივობების დაგეგმვა, ცოდნასა და შემეცნებასთან ერთად, სოციალიზაციასაც უწყობს ხელს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება