2022-2023 წლის შემოდგომის სემესტრისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას ლიეტუვის განათლების გაცვლის მხარდაჭერის ფონდის (Education Exchanges Support Foundation) მიერ დაფინანსებულ სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ლიეტუვის პარტნიორ უნივერსიტეტებში (კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებებეის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შიაულიაის გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი)
მონაწილეობა შეუძლიათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამის სტუსენტებს:
სწავლების ენა: ინგლისური (მინ. ბ2 დონე)
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი.
დაფინანსება: პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ფარგლებში. მოგზაურობისა და საცხოვრებელ დანარჩენ ხარჯებს ფარავს მონაწილე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 17 აპრილი, 2022 წელი.
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge . აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ - განაცხადი „გაცვლითი პროგრამა ლიეტუვაში“.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, (+995 32) 2 022115 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება