კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ სასერტიფიკატო ტრენინგკურსზე - „სააფთიაქო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა და უახლესი ცვლილებები“.
კურსის მიზანი:
• აფთიაქის მენეჯერებისა და ფარმაცევტებისთვის - სამუშაო პროცესში საჭირო, მნიშვნელოვანი სამართლებრივი დეტალების გაცნობა;
• იურისტებისთვის - კვალიფიკაციის ამაღლება სააფთიაქო სამართლის მიმართულებით;
• თავისუფალი მსმენელებისთვის - სააფთიაქო სფეროში სამართლებრივად მისაღები ქცევის მიუღებლისგან გამიჯვნა.
კურსის ფარგლებში განსახილველი საკითხები:
• სააფთიაქო საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
• ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვება;
• ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის სახელმწიფო კონტროლი.
კურსის სამიზნე აუდიტორია:
• ფარმაცევტებისთვის;
• აფთიაქის მენეჯერებისთვის;
• სააფთიაქო სამართლით დაინტერესებული იურისტებისთვის;
• სააფთიაქო სფეროში მოღვაწე სხვა პროფესიონალებისთვის.
კურსს გაუძღვება სამართლის მაგისტრი, მოქმედი პრაქტიკოსი იურისტი, ტრენერი სააფთიაქო სამართლის მიმართულებით - გიორგი გლუნჩაძე.
შეხვედრის ხანგრძლივობა: 12 საათი (4 შეხვედრა)
შეხვედრის თარიღები: 6, 9, 13, 16 მარტი (19:00 – 22:00 სთ)
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ჩარგლის ქუჩა N73), 101 აუდიტორია
ღირებულება: 200 ლარი
დარეგისტრირდი 28 თებერვლამდე: https://forms.gle/uwS2YAB9VPeo9Ccj8
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: career@ciu.edu.ge
გაიცემა ტრენინგკურსზე დასწრების სერტიფიკატი!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება