26 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისა და მიშკოლცის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის (უნგრეთი) ერთობლივი ორგანიზებით, CIU-ს სამართლისა და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისთვის ჩატარდა: (online ფორმატით) სასერტიფიკატო კურსი სახელწოდებით „ევროპის კავშირის სოციალური განზომილება“.
კურსს უძღვებოდა მიშკოლცის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ნორა იაკაბი, რომელიც ამავდროულად CIU-ს სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორია.
კურსის მსვლელობისას, განხილულ იქნა ევროპის კავშირის სოციალური მიზნები, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდა სოციალური განზომილება და რა როლი ითამაშეს მასში სოციალურმა პარტნიორებმა. გაანალიზებულ იქნა უახლესი სამართლებრივი გადაწყვეტილებები სოციალურ უფლებებსა და უსაფრთხოებაზე.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია მჭიდრო თანამშრომლობა უცხოურ უნივერსიტეტებთან კვლევითი და საგანმანათლებლო მიმართულებით.
მიშკოლცის უნივერსიტეტი წარმოადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტს, რომელთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში არაერთი ერთობლივი პროექტი იქნა რეალიზებული.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება