საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პირველ ფართომასშტაბიანი საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პირველ ფართომასშტაბიანი საუნივერსიტეტო-საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამა „დაიწყე კარიერა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში“.
- პროექტის მიზანია, სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადება.
- პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ბაკალავრიატის დამამთავრებელი, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე მყოფი სტუდენტები.
- მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის და აღსრულების მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2023 წლის თებერვლის თვეში სხვადასხვა უნივერსიტეტებში, საჯარო ლექციების გამართვა იგეგმება, სადაც სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა - სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელონ.
- შეხვედრებზე სტუდენტებს მიეწოდებათ ზემოაღნიშნული სტაჟირების პროექტის შესახებ ინფორმაცია.
- კონკურსში მონაწილე გამარჯვებული სტუდენტების გამოვლენა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, 13 მარტს, თბილისის საკრებულოს დარბაზში გაიმართება.
- სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, 2023 წლის 10 თებერვლიდან - 10 მარტის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე: consumer@gnca.gov.ge განაცხადი უნდა წარმოადგინონ.
იხილეთ სტაჟირების პროგრამა - PDF