9 ნოემბერს sfero.ge-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სანდრო ბოლქვაძემ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, სპიკერმა მასტერკლასი ჩაატარა თემაზე - „დასაქმების უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის პრეზენტაცია & ეფექტური CV-ის შედგენა“.
სტუდენტები გაეცნენ ინოვაციურ პლატფორმას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს რეკრუტინგს, განათლებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს. პლატფორმა ხელს უწყობს სამუშაოს მაძიებლებს მაქსიმალურად სწრაფად იპოვნონ სასურველი სამსახური.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და sfero.ge გააგრძელებენ თანამშრომლობას სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის მიზნით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება