26 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „შეიარაღებული კონფლიქტების სამხედრო-პოლიტიკური ანალიზი და ომის გაშუქება მედიაში“, რომელსაც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, გაზეთ „კვირის პალიტრის“ სამხედრო მიმომხილველი და სამხედრო ბლოგერი ირაკლი ალადაშვილი უძღვებოდა.
სპიკერმა აუდიტორიას საკუთარი კარიერული გამოცდილება გააცნო და სამხედრო ჟურნალისტისთვის აუცილებელ თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე ესაუბრა. მიმოიხილა ის აუცილებელი ქცევისა და უსაფრთხოების წესები, რაც ჟურნალისტმა ბრძოლის ველზე უნდა გაითვალისწინოს, ასევე, სტუდენტებს სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა და მისი მახასიათებლები გააცნო.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ლექციის დაწყებამდე კი სტუმარსა და აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ჭალაგანიძე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების / გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება