კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი „სტუდფესტი 2025-ის“ ფარგლებში მინი ფეხბურთის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ფინალურ მატჩში CIU-ს გუნდმა საქართველოს სპორტის უნივერსიტეტი 7:2 დაამარცხა.
აღნიშნული გამარჯვებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ფესტივალზე უკვე მე-12 ოქროს მედალი მოიპოვა.
მიმდინარე სტუდენტური ახალგაზრდული ფესტივალი სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, ინტერმედიისა და მოხალისეობრივ მიმართულებებს აერთიანებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება