15-16 აპრილი, 2019 - ლიონი, საფრანგეთი
სამუშაო შეხვედრა (ლიონი, საფრანგეთი) პროექტის - ,,აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება აგრო-კვების სპეციალისტებისათვის” (Ag-Lab) ფარგლებში.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ 2 დღიან სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა 2019 წლის 15-16 აპრილს, ქ. ლიონის ინსტიტუტში (VetAgro Sup) პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში აგრარული და კვების სექტორის სპეციალისტთა ლაბორატორიული პრაქტიკის უნარების გაუმჯობესება/Ag-Lab“ ფარგლებში.
სამუშაო პროგრამა ითვალისწინებდა პროექტის მონაწილე პარტნიორთა საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრას. კოორდინატორმა მარია კლოპციცმა ისაუბრა პროექტის შუალედური ანგარიშის შესახებ და ასევე აქტუალურ საკითხებზე, განისაზღვრა პარტნიორთათვის ანგარიშების მიწოდების ვადა ლუბლიანას უნივერსიტეტისათვის. მოხსენებით წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია და აღნიშნა პროექტის განსაკუთრებული როლის შესახებ უნივერსიტეტისათვის; მიმდინარე პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ერთობლივი ფილმის ჩვენება; პროექტის ვებ-პორტალისა და Moodle -ის პრეზენტაცია; დაიგეგმა მომდევნო 6 თვის, აპრილი-ოქტომბერი 2019, სამუშაო გეგმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება