22-25 ოქტომბერი, 2019 - თბილისი
სამუშაო შეხვედრა და ტრენინგი პროექტის - ,,აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ლაბორატორიული პრაქტიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება აგრო-კვების სპეციალისტებისათვის” (Ag-Lab) ფარგლებში.
სამუშაო პროგრამა ითვალისწინებდა პროექტის მონაწილე პარტნიორთა საკოორდინაციო კომიტეტის შეხვედრას და ტრენინგს. 22 ოქტომბერს პროექტის მონაწილეებს უმასპინძლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. მეორე დღეს კომიტეტმა მუშაობა განაგრძო კახეთის რაიონში, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე გაცნობოდნენ ბოდბის სამონასტრო კომპლექსს და დაეთვალიერებინათ ქალაქი სიღნაღი.
24 ოქტომბერს ტრენინგის პირველ დღეს უმასპინძლა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ.
25 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა დასკვნით დღეს.
ტრენინგი ჩატარდა უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე, რომელსაც ესწრებოდა 19 ინსტიტუციის 50-ზე მეტი მონაწილე. სტუმართა წინაშე მოხსენებით წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია და აღნიშნა პროექტის განსაკუთრებული როლის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისათვის. მან ასევე ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა აქტივობის შესახებ.
პრეზენტაციების დასრულების შემდგომ მასპინძლებმა პროექტის მონაწილეებს გააცნეს უნიკალური სასწავლო-კვლევითი ბაზა, მარანი „კოლხი“, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ არქიტექტურულ შენობას, აღჭურვილი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალებით, უძველესი ქვევრებით, საწნახელით, ენოთეკითა და სამი სხვადასხვა ტიპის მარნით, ასევე პროექტის მოაწილეებს გააცნეს ქართული ვაზის გენოფონდის მდიდარი საკოლექციო ნაკვეთი 118 -ი ჯიშით. სტუმრებმა დაათვალიერეს მიკროვინიფიკაციის კვლევითი ლაბორატორია, ენოქიმიისა და პროექტის ფარგლებში აღჭურვილი (განახლებული) მიკრობიოლოგიის ლაბორატორიები.
იხილეთ თანდართული ფაილები:
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება