12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის (NEO) კოორიდნატორი - ლიკა ღლონტი ეწვია.
პროექტი „აღმოსავლეთ ევროპაში აგრარული და კვების სექტორის სპეციალისტთა ლაბორატორიული პრაქტიკის უნარების გაუმჯობესება/Ag-Lab“ / Improving skills in laboratory practice for agri-food specialists in eastern Europe (Ag-Lab) ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.
პროექტის მიზანია ევროპელი პარტნიორების დახმარებით ხელი შეუწყოს აგრარული და საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას ევროკავშირთან ახლახანს ასოცირებული წევრი-ქვეყნების ტესტირებისა და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში მომუშავე სპეციალისტების მომზადება/გადამზადების გზით, კერძოდ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვეთში.
საქართველოდან პროექტში მონაწილეობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია.
მიმდინარე შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ სამივე ინსტიტუციის კოორდინატორები: ნინო ინასარიძე- პროექტის კოორდინატორი (თსუ), ანა გულბანი- პროექტის კოორდინატორი (ლაბორატორია), თამარ ინასარიძე - პროექტის კოორდინატორი (კსუ), ასევე პროექტში ჩართული აკადემიური და ლაბორატორიების პერსონალი.
Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის (NEO) კოორიდნატორის მიერ განხორციელდა პროექტის მონიტორინგი: განხილულ იქნა განხორციელების საკითხები და რეკომენდაციები. პროექტის მიმდინარეობა შეფასდა დადებითად.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება