კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი აცხადებს სამეცნიერო სტატიების მიღებას სპეციალურ სამეცნიერო კრებულში („კონსტიტუციონალიზმი - მიღწევები და გამოწვევები“) გამოსაქვეყნებლად, რომელიც მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და ქართული კონსტიტუციონალიზმის 100 წლის იუბილეს.
სამეცნიერო კრებულში დაიბეჭდება ქართველი და უცხოელი კონსტიტუციონალისტების (სამართლის დოქტორი) სამეცნიერო სტატიები საკონსტიტუციო სამართლის მეცნიერების თანამედროვე, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
ყველა სტატია დაკავშირებული უნდა იყოს კონსტიტუციონალიზმთან და უნდა შეიცავდეს კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრობლემების სიღრმისეულ, მეცნიერულ ანალიზს.
კრებულში სტატიის გამოქვეყნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სარედაქციო კოლეგიის მიერ.
სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word), 15-20 გვერდის ფარგლებში. იგი უნდა შეიცავდეს, შესავალს, ძირითად ნაწილს (ქვეთავების ჩათვლით), დასკვნას, გამოყენებულ ლიტერატურას და მოკლე რეზიუმეს ინგლისურ ენაზე.
სამეცნიერო სტატია უნდა გაიგზავნოს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: science.Law@ciu.edu.ge 2019 წლის 28 თებერვლამდე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება