კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრი
სამეცნიერო კონფერენცია
„ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოება“
28 მარტი, 2023
კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები
უსაფრთხოების სექცია
დაზვერვის სექცია
მნიშვნელოვანი თარიღები:
15 მარტი - კონფერენციაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა;
17 მარტი - მონაწილეები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ;
19 მარტი - სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა;
28 მარტი - კონფერენციის დღე / გახსნა 11:00 სთ.
კონფერენციის ჩატარების ადგილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ჩარგლის ქ. 73;
აუდიტორია N304; N305 (ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზი);
სამუშაო ენები - ქართული / ინგლისური;
რეგლამენტი - მოხსენება - 15 წუთი, კითხვები/დისკუსია - 5 წუთი.
საკონფერენციო ნაშრომის თეზისი - 150-დან 250 სიტყვამდე (იწერება სარეგისტრაციო ფორმაში, ქართულ და ინგლისურ ენებზე);
სრული ნაშრომი - აპლიკანტი აგზავნის სურვილის შემთხვევაში, რომელიც დაიბეჭდება საკონფერენციო ნაშრომთა კრებულში, თეზისთან ერთად. თუ კონფერენციის მონაწილეს არ სურს სრული ნაშრომის გამოქვეყნება, მისი გამოგზავნა სავალდებულო არ არის და საკონფერენციო ნაშრომთა კრებულში დაიბეჭდება მხოლოდ თეზისი (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
სრული ნაშრომის წარდგენის ტექნიკური პარამეტრები:
იწერება სრული ნაშრომის ბოლოს, გამოყენებულ ლიტერატურაში, შესაბამისი ნუმერაციით, ანბანის მიხედვით;
ავტორის სახელი, გვარი; პუბლიკაციის სახელწოდება; გამომცემლობის სახელწოდება; ქალაქი; წელი; გვერდი;
მაგალითად: ჰენრი კისინჯერი, „მსოფლიო წესრიგი“ (ქართული ვერსია, მაია ფანჯიკიძის თარგმანი), გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი, 2020, გვ. 7.
მოთხოვნების დარღვევით გაფორმებული ან კონფერენციის თემატიკისთვის შეუსაბამო სტატიები არ დაიშვება!
გთხოვთ, სრული ნაშრომი გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ciu.social@ciu.edu.ge
კონფერენციის პროგრამა გადმოგეგზავნებათ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე, ასევე ბეჭდური სახით გადმოგეცემათ კონფერენციის დღეს.
კონფერენციის დასასრულს მომხსენებლებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
იხილეთ კონფერენციის სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3IB6gtp
საკონტაქტო პირი: ანი გაგნიძე
ტელ: 598999026
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება