10 მაისს CIU-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარმა კონსულტანტმა ხათუნა ჩარკვიანმა სტუდენტებს სასამართლოს ტური მოუწყო, სადაც სასამართლოს სტრუქტურა და შენობის ისტორია გააცნო, ასევე დაათვალიერებინა სხვადასხვა დარბაზები და მუზეუმი.
სტუდენტები საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა, უვადოდ არჩეულ მოსამართლე გიორგი გოგიაშვილს შეხვდნენ, რომელმაც სასამართლოს აქტუალურ საკითხებსა და საკუთარ კარიერულ გზაზე ისაუბრა, მოგვიანებით კი სტუდენტთა კითხვებს უპასუხა. მანვე უნივერსიტეტს საჩუქრად საკუთარი ავტორობით გამოცემული 2 წიგნი აჩუქა.
სტუდენტთა ვიზიტი CIU-ს რექტორის მრჩევლის, გიორგი ფარეშიშვილის ხელშეწყობით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ თვითთმართველობის მიერ ორგანიზებული გასვლითი ტურები სახელმწიფო სტრუქტურებში მომავალშიც პერმანენტულად გაგრძელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება