სამართლის ფაკულტეტის დეკანის მრჩეველთა საბჭო დაფუძნდა
4 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე, ფაკულტეტის დეკანის მრჩეველთა საბჭო დაფუძნდა და საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საბჭოს ფუნქცია სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში სტუდენტთა ჩართულობის გაზრდა და მათი მიზნებისა და ინტერესების განხორციელების ხელშეწყობაა.
საბჭო CIU-ს სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისგან შედგება.
დეკანის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაზე განხილულ იქნა სტუდენტთა ინიციატივები და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტები და სტუდენტური აქტივობები.