18 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების პროგრამის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
კომისია შემდეგი შემადგენლობით მუშაობდა: მანანა შამილიშვილი - კომისიის თავმჯდომარე, ჟურნალისტიკის დოქტორი, პროფესორი, თსუ-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი; ნინო ჭალაგანიძე - ჟურნალისტიკის დოქტორი, თსუ-ს პროფესორი, CIU მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი; ხათუნა კაჭარავა - პროფესორი, CIU-ს მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი; ნინო მინდიაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, დოქტორანტურის სამსახურის უფროსი; ზაზა ცოტნიაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი მედიის მიმართულებით, პროფესორი, CIU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო / მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი.
„დღევანდელმა სამუშაო პროცესმა საინტერესოდ ჩაიარა. მაგისტრანტები ძალიან მომზადებული წარმოჩნდნენ, რაც ძალიან მახარებს. წარმოდგენილი იყო მრავალაქცენტიანი თემები, შესაბამისი სიღრმისეული ანალიზითა და მომზადების მაღალი დონით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, მულტიმედიური პროდუქცია, რომელიც თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების შერწყმით შეიქმნა, პროდუქტი კი ინოვაციური და ორიგინალურია. ვფიქრობ, რომ CIU-ს მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა სამომავლოდ ძალიან პერსპექტიული იქნება და ჩვენს აკადემიურ სივრცეში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. მინდა წარმატებები ვუსურვო უნივერსიტეტს და თქვენს მაგისტრანტებს“, - აცხადებს მანანა შამილიშვილი.
სამაგისტრო ნაშრომების დაცვას სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა ამირანაშვილი, ფაკულტეტის ადმინისტრაცია, მაგისტრანტთა ხელმძღვანელები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება