15 ნოემბერს CIU ტურიზმის ლაბორატორიის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „სასტუმრო ინდუსტრიის რესტარტის შესაძლებლობები საქართველოში“, რომელსაც სასტუმრო “Golden Tulip Design Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერი, „საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის" თანადამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი, ელენე ოთარაშვილი უძღვებოდა.
ლექციის ფარგლებში სპიკერმა განიხილა სასტუმრო ინდუსტრიის არსებულ მდგომარეობა საქართველოში და ის არსებული გამოწვევები, რაც ამ მიმართულებით ყველაზე აქტიური 2019 წლის მდგომარეობასთან შედარებით გაჩნდა ქვეყანაში. მომხსენებელმა ასევე განიხილა საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი პოლიტიკა ტურიზმის სექტორისთვის და ის არსებული შესაძლებლობები, რაც დასაქმების მსურველებს აქვთ. სპიკერმა ასევე ხაზი გაუსვა ტურისტულ სექტორში, მასპინძლობის ინდუსტრიაში არაკვალიფიციური კადრების გადინების მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე, ამ საკითხზე საუბრისას კი სტუდენტებს პროფესიული მიმართულებით აქტიური განვითარებისკენ მოუწოდა და გააცნო შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რაც სექტორის მოსალოდნელი გადატვირთვისას გაჩნდება.
სპიკერმა ისაუბრა სასტუმრო “Golden Tulip Design Tbilisi“-ის გახსნის საკითხზეც და ამ მიმართულებით სტუდენტების დასაქმების შესაძლებლობები განიხილა.
დასასრულს, CIU ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ლალი მიქელაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საინტერესო ლექციისთვის და დააანონსა, რომ უახლოეს პერიოდში „საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციასთან“ უნივერსიტეტის მხრიდან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება, რაც სტუდენტებს პრაქტიკული კომპონენტების განვითარებაში დაეხმარება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება