კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ტურიზმის კვირეულის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ტურიზმის სექტორის განვითარება საქართველოში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხედვა და სამომავლო გეგმები“.
ლექციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, თამუნა ყორიაული უძღვებოდა.
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრის ფარგლებში, სპიკერმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ტურიზმის არსებული მდგომარეობა საქართველოში; შიდა და საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკური მაჩვენებლები და მახასიათებლები; ტურიზმის ეროვნული ადმნისტრაციის მარკეტინგული ღონისძიებების მიზნები და შედეგები; დარგის განვითარების არსებული ტენდენციები და გამოწვევების დაძლევის გზები; მიმდინარე პროექტები და საქართველოში ტურიზმის განვითარების სამომავლო გეგმები.
ლექციამ ინტერაქციულ ფორმატში ჩაიარა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმარსა და დამსწრე აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, მარიკა კლდიაშვილი და ტურიზმის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, საჯარო ლექციის ინიციატორი და ორგანიზატორი, ლალი მიქელაძე.
დასასრულს ფაკულტეტის ადმინისტრაციის, პროგრამის ხელმძღვანელისა და სტუდენტების ჩართულობით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან საინტერესო ერთობლივი აქტივობები დაიგეგმა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება