კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის, სამართლის ფაკულტეტის, მედიცინისა და სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კლუბების ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „პაციენტთა უფლებები და მათი სამართლებრივი რეგულირება“.
შეხვედრას იურიდიული ფირმა „IBL Law Office“-ის მმართველი პარტნიორი, ადვოკატი, სამედიცინო სამართლის ექსპერტი, ასისტენტ-პროფესორი თათია ხაბეიშვილი უძღვებოდა.
ლექცია მიზნად ისახავდა აუდიტორიას ემსჯელა სამედიცინო სამართლის აქტუალურ თემატიკაზე. ღონისძიების ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პაციენტის უფლებები, საკანონმდებლო სიახლეები, თანამედროვე რეგულირებით გათვალისწინებული მედიკოსის უფლება-მოვალეობები, იურისტების როლი პაციენტის უფლებების დაცვაში და სხვა.
ღონისძიებას CIU-ს მედიცინისა და სამართლის ფაკულტეტების სტუდენტები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.
ინტერაქციული ფორმატის შეხვედრაზე სტუმარსა და აუდიტორიას მიესალმნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი მარიამ ჯაჭვაძე და სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა კლუბის პრეზიდენტი გიორგი კაკუბავა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება