29 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ფილტვის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა, ეფექტური მკურნალობა და პრევენცია“.
ლექციას მედიცინის აკადემიური დოქტორი, პალიატიური მზრუნველობის ექიმი-სპეციალისტი, ონკოლოგი ელენე ჯამბერიძე უძღვებოდა.
სპიკერმა ლექციის ფარგლებში ყურადღება გაამახვილა ფილტვის კიბოს მახასიათებლებზე, მის გამომწვევ რისკ-ფაქტორებზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობის შესაძლებლობებზე, შეხვედრის მეორე ნაწილში კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
საჯარო ლექცია ფილტვის კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან (ნოემბერი) დაკავშირებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება