კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის პროგრამის ფარგლებში პედაგოგების, სტუდენტებისა და მოწვეული კლინიცისტი ექიმებისთვის, მსოფლიო ლიდერის MIS Implants-ის მხარდაჭერით, საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე „ციფრული სტომატოლოგია და ქირურგიული გაიდები“.
შეხვედრას სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი ლელა წიტაიშვილი მასპინძლობდა. ლექცია ეხებოდა ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებას იმპლანტაციურ სტომატოლოგიაში. მომხსენებლები: კახა გურგენიძე, ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი; სანდრო პატეიშვილი, ექიმი-ორთოპედი.
დამსწრე აუდიტორიას საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ თანამედროვე სტომატოლოგიის უახლეს გამოწვევებს, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს იმპლანტოლოგიაში, ქირურგიული გაიდების უპირატესობებსა და მათი საშუალებით კლინიკური სიტუაციების მართვას, დასასრულს კი კლინიკური შემთვევების განხილვა და დებატები გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება