14 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორების, საქართველოს ეპილეფსიასთან ბრძოლის ლიგის პრეზიდენტის, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, სოფიო კასრაძისა და ბავშვთა ნევროლოგის, ევროპის პედიატრთა აკადემიის წევრის, ნინო გოგატიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა.
საჯარო ლექციის თემატიკა "ეპილეფსიის საერთაშორისო დღეს" უკავშირდებოდა, რაც გულისხმობდა ეპილეფსიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, ეპილეფსიის სტიგმის შესახებ ინფორმირებას და პირველადი დახმარების პრინციპების გაცნობას ეპილეფსიური გულყრის დროს.
შეხვედრას ესწრებოდნენ CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება