9 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტიის გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველოს უფროსი, ბელა ფიფია და ამავე სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, ანა გვასალია უძღვებოდნენ.
ლექციის ფარგლებში, ანა გვასალიამ იმ გზაზე ისაუბრა, რომელიც ადამიანის უფლებებმა თანამედროვეობამდე განვლო, მიმოიხილა ისტორიული ფაქტები და განიხილა არსებული გამოწვევები, ლექციის მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.
საჯარო ლექცია CIU-ის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება