15 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ღონისძიებაზე სტუმარსა და დამსწრე აუდიტორიას მიესალმნენ CIU-ს რექტორის მრჩეველი, გიორგი ფარეშიშვილი და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ხატიძე.
შეხვედრის ფარგლებში პრემიერის მრჩეველმა ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გატარებულ თუ დაგეგმილ რეფორმებზე. შეხვედრაზე აღინიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და მთავრობის შესაბამისი სამოქმედო გეგმა, ამ კუთხით კი ყურადღება გამახვილდა მასში აკადემიური დაწესებულებებისა და სტუდენტთა ჩართვის საკითხებზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი ინტერაქციული რეჟიმით გაგრძელდა, სადაც ნიკო თათულიშვილმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება