24 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, საჯარო შეხვედრა გაიმართა - „მართლწესრიგის ოფიცრის სამსახურის შესახებ“.
სტუდენტებთან შეხვედრის მიზანას, მართლწესრიგის ოფიცრის სამსახურის შესახებ ცნობადობის გაზრდა და შესაბამის მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
CIU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მართლწესრიგის ოფიცრის უფლება-მოვალეობების შესახებ, ასევე ოჯახში ძალადობის მაგალითზე გაეცვნენ პოლიციის პრევენციული ინსტრუმენტების პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილებას.
შეხვედრის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრებმა მიხეილ კედელაშვილმა, გიორგი მამამთავრიშვილმა და ელენე გვრიტიშვილმა პრეზენტაციის, სიტუაციური ანალიზისა და როლური თამაშის მეთოდები გამოიყენეს.
შეხვედრას სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი, რომელსაც საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი (GCSD) შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და მიზნად ისახავს შსს-ს მიერ ინიცირებულ მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება