5 აპრილს CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და უწყვეტი განათლებისა და კარიეული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის საჯარო შეხვედრა გაიმართა თემაზე „კარიერა კრედო ბანკში“.
„კრედო ბანკის“ ტალანტების მოზიდვისა და დაგეგმარების ოფიცერმა, ანა სუხიაშვილმა და „კრედო ბანკის“ თემქის ფილიალის მმართველმა, კახა ბაღდავაძემ CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებთან, კადრების აყვანისა და გადამზადების პირობებზე, საცალო და საკრედიტო მიმართულებით სტაჟირების პროგრამებსა და ზოგადად, კრედოში თანამშრომლის კარიერული განვითარების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება