9 ნოემბერს „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს ესტუმრნენ.
სტუდენტებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით ბუჯიაშვილის საჯარო ლექცია მოისმინეს თემაზე: „ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები“.
ლექციის ფარგლებში სპიკერმა მიმოიხილა ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, ქვეყნის გზა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ და შესაბამისი რეფორმები. ასევე, აღინიშნა, ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით, ამ მიმართულებით გაწეული სახელმწიფო პოლიტიკა და შემდგომი ნაბიჯები, შეხვედრის მეორე ნახევარში კი დავით ბუჯიაშვილმა სტუდენტთა კითხვებს უპასუხა.
საჯარო ლექციას მოდერაცია გაუწია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, თამარა წულეისკირმა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „ქართული დიპლომატიის კვირეული“ მიზნად ისახავს დიპლომატიური მიმართულებით სტუდენტთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას.
კვირეული ქართული დიპლომატიის დღისადმია მიძღვნილი, რომელიც დიდ ქართველ დიპლომატს, სულხან-საბა ორბელიანს უკავშირდება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება