13 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გამართულ საჯარო შეხვედრას დაესწრნენ თემაზე: „ჰიბრიდული ომის საფრთხეები და საპასუხო მოქმედებები“.
შეხვედრაზე, Kings College-ის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ლექტორმა და საომარი მოქმედებების ექსპერტმა, დოქტორმა ოფერ ფრიდმანმა, ჰიბრიდული ომის თავისებურებებზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა.
შეხვედრას მოდერაცია ევროკავშირის გუნდის ხელმძღვანელმა, იოჰან ჰომესმა გაუწია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება