23 მარტს CIU-ში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა (GTUC) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საჯარო შეხვედრა თემაზე: „დისკრიმინაციის აკრძალვა და არაფორმალური დასაქმება“ გაიმართა.
საჯარო შეხვედრა პროექტის - „სამართალწარმოება, ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება შრომით ურთიერთობებში თანასწორობის უზრუნველსაყოფად“ - ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე სპიკერებმა, მშრომელთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის რეგიონული კოორდინატორმა ევროპასა და აზიაში, თამარ გაბისონიამ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმდჯომარის მოადგილემ, თამარ სურმავამ ისაუბრეს დისკრიმინაციის ფორმებსა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობაზე არაფორმალური დასაქმების პირობებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის აკადემიური, ადმინისტრაციული პერსონალი და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება