20 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა, სალომე წულეისკირმა და ამავე ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, დიპლომირებულმა მედიკოსმა, მარიამ ჩაკაბერიამ, Erasmus+ გაცვლით პროგრამებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
სპიკერებმა დეტალურად მიმოიხილეს Erasmus+ ის შესაძლებლობები, სააპლიპლიკაციო დოკუმენტები და პროგრამასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები.
აუდიტორიას გააცნეს Erasmus+ პროგრამით პოლონურ ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისა და ამავე უნივერსიტეტის სამედიცინო კლინიკაში პრაქტიკის გავლის გამოცდილება.
საინფორმაციო შეხვედრას მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება