26 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის მიმართულების მეოთხე და მეხუთე კურსის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის, ,,ლაკალუტისა“ და ,,ავერსი ფარმას“ მიერ წამოწყებულ საგანმანათლებლო პროექტში - ,,მე ვიხეხავ კბილებს“.
ვიზიტი განხორციელდა თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის მეოთხეკლასელებთან. პროექტის მიზანია ბავშვთა ასაკიდანვე აამაღლოს ცნობადობა პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მსგავს პროექტებში CIU-ს სტუდენტები მუდმივად მონაწილეობენ. რაც მათთვის, როგორც მომავალი ექიმი სტომატოლოგებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შეხვედრა დატვირთული იყო სახალისო აქტივობებითა და სასარგებლო ინფორმაციით. მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და აქტიურად ჩაერთნენ პრეზენტაციის მსვლელობაში და მონაწილეობა მიიღეს სახალისო ვიქტორინაში.
თითოეულ მოსწავლეს საჩუქრად გადაეცა გერმანული ბრენდის, ,,ლაკალუტის“ უმაღლესი ხარისხის პირის ღრუს მოვლის საბავშვო პროდუქტები
ვიზიტს ხელმძღვანელობდნენ CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი - ლელა წიტაიშვილი და ასოცირებული პროფესორი - ვერა ხუნძაკიშვილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება