განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ, 2019 წლის 10 თებერვლიდან მიიღო განახლებული 7 წლიანი აკრედიტაცია, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნებულ 2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევსა და პროგრამების ჩამონათვალში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი, რის მიხედვითაც საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაციის გრაფაში დაფიქსირებულია, რომ პროგრამა არ არის აკრედიტებული.
საკითხის მოკვლევის შემდეგ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, მიმდინარე წლის მარტის თვის ბოლოს, ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსდება გზამკვლევისა და პროგრამების ჩამონათვალის განახლებული ვერსია.
მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული გადაწყვეტილება, პროგრამის აკრედიტაციის შესახებ - eqe.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება