4 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის სტუდენტური განათლების კლუბის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კლუბის შექმნის საინიციატივო ჯგუფის წევრები, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, გიგი მხეიძე და არჩილ ორთანეზაშვილი უძღვებოდნენ.
კლუბის მიზნებია საჯარო ლექციების, მრგვალი მაგიდების, ტრენინგებისა თუ სხვადასხვა აქტივობის ფორმატში, საერთაშორისო და რეგიონალური პოლიტიკის აქტუალური საკითხების ანალიზი, რაც შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, გაირღმაონ პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები, დაამყარონ საჭირო კონტაქტები და იზრუნონ კარიერული განვითარებისთვის.
აღსანიშნავია, რომ კლუბში გაწევრიანება CIU-ს ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია, დაგეგმილი აქტივობები კი უახლოესი პერიოდიდან დაიწყება.
კლუბის პრეზენტაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება