4-5 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა და ცხოველთა ბიომრავალფეროვნება, კონსერვაცია და გამოყენების პერსპექტივები გაიმართა.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა- მეღვინეობის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. მსმენელთა წინაშე მოხსენებით წარდგა CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამაშრომელი შენგელი კიკილაშვილი, მოხსენების თემა: ტყის (ველური) ვაზის Vitis vinifera ssp. sylvestris Gmel შესწავლა საქართველოში.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ყურადღება გაამახვილეს, საქართველოს მეცნიერთა აკადემიის პრეზიდენტმა - როინ მეტრეველმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა- გივი ჯაფარიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აპოლონ კაკაბაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
პლენარულ სხდომაზე კონფერენციის მონაწილეებს მოხსენებით მიმართა CIU-ს პროფესორმა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება