18-19 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიების „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის” ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე III” - გაიმართა.
კონფერენციაზე მოხსენებები წარმოდგენილი იყო შავი ზღვის რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ფოლკლორის, ეკოლოგიის, პოლიტოლოგიის და სხვა მიმართულებებით, ფორუმში კი 10-მდე ქვეყნის 150-ზე მეტი მკვლევარი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდული ფორმატის კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: ვახტანგ მაისაია, გიორგი ფარეშიშვილი, თამთა კოდუა, მაია კაპანაძე, ნათია კენჭიაშვილი, მირანდა მიქაძე, გელა გიორგაძე, თინათინ ჯავახიშვილი, თორნიკე ზედელაშვილი, ალიკა გუჩუა, მაკა ბულეიშვილი, სერგო თევზაძე, ანი გაგნიძე და ბექა მანაგაძე.
კონფერენციის პოლიტოლოგიის სექციას, რომელიც დასწრებული ფორმატით წარიმართა, ხელმძღვანელობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა.
სამეცნიერო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
კონფერენციის დასასრულს თითოეულ მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება