პოლონეთის ქალაქ პლოკში მაზოვიის აკადემიის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებები - ცვლილებები და განვითარების პერსპექტივები“ გაიმართა მთავარი თემით - „ინტერპროფესიონალიზმი ჯანდაცვის სფეროში“.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები - ინდირა კვირკველია და მარიამ ბუიძე.
კონფერენციაზე განიხილეს ცვლილებების ფართოდ გააზრებული მიმართულებები, განვითარების პერსპექტივები და ინტერპროფესიონალიზმი, როგორც სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებათა სფეროში, ასევე სხვა სამეცნიერო სფეროებსა და დისციპლინებში.
ღონისძიება მოიცავდა ჯანდაცვის სერვისების განვითარების საკითხებსა და ცვლილებების განხილვას წინა და დიპლომისშემდგომი განათლების სისტემებში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება