30 ნოემბერს და 1 დეკემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულ მეცნიერთა შორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ლექტორი, გიორგი ფარეშიშვილი მონაწილეობდა.
კონფერენცია სახელწოდებით - „იმედი რწმენისა და იმედი პოლიტიკის“ - ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტი მასპინძლობდა და რომის პაპ ბენედიქტე XVI-ის ხსოვნას მიეძღვნა. გიორგი ფარეშიშვილმა წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ისლამის გავლენა თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებზე“ და მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში რელიგიისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირების და გავლენების შესახებ, რაც დღევანდელ მსოფლიოში ხდება.
დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი ღინისძიებები ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინსკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის, რაც ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციას, სტუდენტთა გაცვლას, ასევე, ერთობლივი სამუშაო შეხვედრებისა და საჯარო ლექციების ორგანიზებას გულისხმობს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება