CIU-ს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის იწყებს მეორე ნაკადის მიღებას საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტში - „საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლა“.
პროექტის შინაარსობრივი ნაწილი შედგენილია საერთაშორისო გამოცდილების მქონე პარტნიორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით:
პროექტის მიზანია, აბიტურიენტებმა მიიღონ ზოგადი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების პროფესიისა და მისი როლის შესახებ გლობალურ პოლიტიკაში, რომელიც უმნიშვნელოვანესია თითოეული სახელმწიფოსთვის.
სკოლის თემატიკა და სპიკერები:
6 აპრილი, 20:00 - „პროფესია დიპლომატი“
გოჩა ჯავახიშვილი - საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი;
7 აპრილი, 20:00 - „საქართველოს როლი რეგიონალურ და საერთაშორისო პოლიტიკაში“
ვახტანგ მაისაია - პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს პროფესორი, კსუ-ს საერთაშორისო ურთოერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ვარშავის უნივერსიტეტის და ოსტროვიეცის ბიზნესის და მეწარმეობის უნივერსიტეტის პროფესორი;
8 აპრილი, 20:00 - „ომი უკრაინაში და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები“
გიორგი ანთაძე - საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი;
9 აპრილი, 20:00 - „რელიგიების გავლენა მსოფლიო პოლიტიკურ აქტორებზე“
გიორგი ფარეშიშვილი - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი, CIU-ს რექტორის მრჩეველი, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარე;
11 აპრილი, 20:00 - „პოლიტიკური კულტურა და სახელმწიფოს იმიჯი საერთაშორისო პოლიტიკაში“
თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძე - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე, პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრის დირექტორი, CIU-ს ასისტენტ პროფესორი;
12 აპრილი, 20:00 - „თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები და გლობალური უსაფრთხოება“
ალიკა გუჩუა - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, აშშ-ის საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობა IGI Global-ის ბორდის წევრი და რეცენზენტი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი.
შეაფასე საკუთარი შესაძლებლობები პროფესიაში და მიიღე ციფრული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსის 1000 ლარიანი ვაუჩერი და 5000 ლარიანი CIU CARD;
პროექტში მონაწილეობისთვის გაიარე მარტივი რეგისტრაცია: https://bit.ly/3HK7iRj
პროექტი გაიმართება ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება