3 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებმა დიპლომატიის თეორიისა და დიპლომატიის სპეციალობების კურსის (საგნის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გოჩა ჯავახიშვილი) ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ მოლაპარაკებებში თემაზე: რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი.
სიმულაციის მიზანი იყო სტუდენტებისთვის დიპლომატიური პროცესის, მოლაპარაკების სტრატეგიებისა და საერთაშორისო მედიაციის როლის პრაქტიკულად გაცნობა. სტუდენტებმა გადაინაწილეს როლები როგორც კონფლიქტის უშუალო მონაწილე მხარეების (რუსეთი, უკრაინა), ისე მოლაპარაკებების პროცესში ჩართული მედიატორი ქვეყნების - აშშ-ის, ევროკავშირის (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები) და მასპინძელი ქვეყნის - თურქეთის წარმომადგენლების სახით. პროცესში ასევე მონაწილეობდნენ გაეროს წარმომადგენლები, პოლიტოლოგი ექსპერტები და საერთაშორისო მედიის კორესპონდენტები, რომლებსაც მოლაპარაკებების შესახებ უნდა მოემზადებინათ ანალიტიკური ანგარიშები და ჟურნალისტური რეპორტაჟები.
ღონისძიება განხორციელდა ინტერაქტიულ ფორმატში, რამაც ხელი შეუწყო სტუდენტების ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარების განვითარებას, მოლაპარაკებების ტაქტიკისა და საერთაშორისო უსაფრთხოების დინამიკის უკეთ გაგებას.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება