CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორმა, CIU-ს მეღვინეობა “ეთნო ოკამის” მთავარმა მეღვინემ და ღვინის კომპანია “შუმის” სომელიემ, საბა ქიტიაშვილმა „SOMMELIER OF THE YEAR“ - ის ტიტული მოიპოვა.
აღნიშნული ტიტული საბა ქიტიაშვილს „Gault&Millau Georgia“ - მ გადასცა. ცნობისთვის, „Gault&Millau Georgia“ ორიენტირებულია ქართული გასტრონომიული კულტურის ამაღლებაზე, რეგიონული გასტრონომიის განვითარებაზე, შეფებისა და სომელიეების მხარდაჭერაზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება