გაცნობებთ, რომ ცხადდება საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აქტიური სტატუსის, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა მიმდინარე წლის 18 ნოემბრამდე ელექტრონულ მისამართზე tatia.kereselidze@ciu.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
☑ კანდიდატის აკადემიური მოსწრების სრული ამონაწერი ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით (სასწავლო ბარათი);
☑ პირადობის მოწმობა;
☑ სამოტივაციო წერილი (ერთ გვერდად);
☑ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის სამართლის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას.
თემის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ: “მიგრიაული და პარტნიორების სახელობითი სტიპენდია“.
ცნობისთვის, სასტიპენდიო კონკურსი მიმდინარეობს სამ ეტაპად: პირველი ეტაპი - სტიპენდიის კანდიდატებისგან დოკუმენტაციის მიღება; მეორე ეტაპი - კანდიდატების მონაცემთა განხილვის პროცედურა ერთობლივ სხდომაზე და გადაწყვეტილების მიღება; მესამე ეტაპი - სახელობითი სტიპენდიის სერტიფიკატის გადაცემა „მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელი პარტნიორისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურს.
საკონტაქტო პირი: თათა კერესელიძე
საკონტაქტო ინფორმაცია: (+995 32) 261 12 98 (220)
ელფოსტა: tatia.kereselidze@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება