კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შპს დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის აცხადებს რიგგარეშე მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- მენეჯმენტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 50 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 40 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 40 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
- სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 4 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 180 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - V წელს.
მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოყენებული ელექტრონული პორტალი.
რიგგარეშე მობილობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ გამარტივებული წესით გაიარონ რეგისტრაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მისამართი: ჩარგლის ქ. #73, შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატი) 21 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
- ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ; (მაგისტრატურაზე გადმოსვლის შემთხვევაში);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში; (მაგისტრატურაზე გადმოსვლის შემთხვევაში).
რიგგარეშე მობილობა ხორციელდება სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დირექტორის 2020 წლის 12 თებერვლის ბრძანება №1.1/18 -ის საფუძველზე.