კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს მიღებას პროექტში - „მევენახეობა-მეღვინეობის კვირეული მოსწავლეებისთვის“.
6-დან 10 მარტის ჩათვლით, პროექტის ფარგლებში, მსმენელები გაეცნობიან როგორც მევენახეობის, ისე დეგუსტაციების ძირითად ასპექტებს, ჩაუტარდებათ ტური საუნივერსიტეტო მარანსა და ლაბორატორიებში დაგაეცნობიან ისტორიულ ფაქტებს.
პროექტის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
პროექტზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 5 მარტის ჩათვლით ბმულზე: https://forms.gle/V7xg8jupEeJmPZi99
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
პროექტის განრიგი/თემატიკა/სპიკერები
ლექციათა ხანგრძლივობა - 1,5 სთ.
6 მარტი, 15:00 სთ.
ქ. თბილისი, ურეკის ქუჩა N2 (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის II კორპუსი);
პროექტის გახსნა: მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის გაცნობა, ტურის მოწყობა;
სპიკერი: ლაშა ბოდაველი - მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ გენერალური მენეჯერი, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კოორდინატორი;
ლექცია I – „მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიული რაკურსი“;
სპიკერი: ოლანი გოცირიძე - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
7 მარტი, 15:00 სთ.
ქ. თბილისი, ურეკის ქუჩა N2 (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის II კორპუსი);
ლექცია II - „მევენახეობის ზონები და რეკომენდირებული ვაზის ჯიშები“;
სპიკერი: შენგელი კიკილაშვილი - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, CIU-ს მეცნიერ-თანამშრომელი და ასისტენტ-პროფესორი, ღვინის კომპანია „შუმის“ ამპელოგრაფი;
9 მარტი, 15:00 სთ.
ქ. თბილისი, ურეკის ქუჩა N2 (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის II კორპუსი);
ლექცია III - ,,ღვინის ვარჯიშები“;
სპიკერი: საბა ქიტიაშვილი - ენოლოგი, სერტიფიცირებული სომელიე, მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ მთავარი მეღვინე, CIU-ს მოწვეული ლექტორი;
10 მარტი, 15:00 სთ.
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა N73 (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის I კორპუსი), აუდიტორია N305;
ფილმის ჩვენება ,,საქართველო ღვინის სამშობლო“;
გვანცა ლოთუაშვილი - CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის სპეციალისტი;
სასწავლო პროცესებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხები და მსმენელთა სერტიფიცირება - ოლანი გოცირიძე; გვანცა ლოთუაშვილი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება